ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პაატა ბურჭულაძის მხარე ოფისიდან გაპარვის შესახებ ინფორმაციას განმარტავს

იყო გარკვეული დავალიანება და ორმა მხარემ ამაზე ისაუბრა,-ამის შესახებ „მეტრონომს“ პაატა ბურჭულაძის პარტიის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა გოგლიძემ განუცხადა:

„ვერ დავადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას. ვერც იმას, რაც ოფისის მხარემ თქვა. უბრალოდ, იყო გარკვეული დავალიანება. ორ მხარეს შორის ამაზე საუბარი შედგა. ჩვენმა მხარემ თქვა, რომ დავალიანება დასაფარი აქვს და უფრო მეტი, რომ არ ჰქონდეს და მეორე მხარესაც ჰქონდეს გაქირავების საშუალება, დაგვეტოვებინა ოფისი. რა თქმა უნდა, დავალიანება უნდა დავფაროთ. ის რომ მეპატრონემ მიუსწრო და ვიღაც ოფისს ჩუმად ცლიდა, ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებ. ეს ოთახის დაცლა არ არის, რომ ვინმემ წაგასწროს. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ოფისი და მას გამოვიყენებთ. „-განუცხადა „მეტრონომს“  მამუკა გოგლიძემ.

შეგახსენებთ, რომ  როგორც „პრაიმტაიმნიუსს“  ოფისის მეპატრონემ განუცხადა, მან პაატა ბურჭულაძეს და მისი პარტიის წევრებს მაშინ წაასწრო, როცა ოფისს მალულად ცლიდნენ.

„მათ 3 თვის დავალიანება, 54 000 დოლარი აქვთ გადასახდელი.“-განაცხადა ოფისის მეპატრონემ.

იტვირთბა....