ლიბიის ჩრდილოეთით ქალაქ სირტეში ჰოლანდიელი ფოტოჟურნალისტი ჯერონ ორლემანსი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით ის ჯიჰადისტურმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” მოკლა. სირტე ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქია, რომელიც ერაყსა და სირიის საზღვრებს მიღმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. მომხდართან დაკავშირებით ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ჰოლანდიის ელჩი ლიბიაში ერიკ სტრატინგი მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს: “მშვიდობით განისვენე. შენი ფოტოსურათები სირტედან, ლიბიიდან და სხვა ადგილებიდან სამუდამოდ დარჩება”.