ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინტერნეტში ახალი ჩანაწერი გავრცელდა

ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა. ამჟერად საუბარი სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის მიმდინარეობს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ, რის კონტექსტშიც მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სავარჯიშო ბალიშად“ მოიხსენიებს, სისტემაში საქმეების რაოდენობის კუთხით შექმნილ ვითარებას კი „კატასტროფას“ უწოდებს.

„სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს… ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში… ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, – ამბობს მამუკა ახვლედიანი, რაზეც ნიკა გვარამია პასუხობს: “რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული“.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მთავარია რამე დადონ, სადაც მისი ხმა ისმის და შინაარსს აღარც უსმენენ.

”ამას ჰქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება. პ.ს. მე რომ პირადი ცხოვრება აღარა მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არახალია”, – წერს ნიკა გვარმია ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....