ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციები დიდინეძში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ზუგდიდში, სოფელ დიდინეძში მომხდარი ინცინდენტის გამო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს 5 არასამთავრობო ორგანიზაცია. მესამე სექტორი პოლიტიკურ ძალებს სიტუაციის ესკალაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

 

“არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, აღნიშნული ინციდენტი სწრაფად და ობიექტურად გამოიძიონ. ისინი  ასევე, მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებისგან და ძალადობისგან.

 

“მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს. ფიზიკური დაპირისპირება ერთიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოხდა.

 

იტვირთბა....