გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოში გუშინ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
“ერთის მხრივ მოველი ეფექტურ, სწრაფ გამოძიებას, ამავე დროს მოველი პოლიტიკლოსებისგან ადეკვატურ შეფასებას. ყველა პოლიტიკურ ძალაში შეიძლება იყვნენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის მუშტი-კრივი,”- აცხადებს მარგველაშვილი.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა მიხეილ სააკაშვილს და მოუწოდა მას არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში.
“კიდევ ერთხელ ვცდილობ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, რომ არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესში. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების დეესკალაცია, მარტივად დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი წევრი დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.