ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ალეპოზე მორიგი იერიში განახორციელა: არის მსხვერპლი

რუსეთის ავიაციამ და სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოზე მორიგი იერიში მიიტანეს. როგორც BBC იტყობინება, რამდენიმე ჭურვი საავადმყოფოს მოხვდა,  არის მსხვერპლიც.

 

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით ალეპოზე შეტევა 19 სექტემბერს განაახლეს.

 

გაეროს მონაცემებით მიმდინარე კვირის განმავლობაში იერიშების შედეგად 400 ადამიანია დაღუპული, მათ შორის უამრავი ბავშვია.

 

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო ვაშინგტონი სირიის კრიზისის საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას და მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას არ გამორიცხავს.

იტვირთბა....