ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა

საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. პაპის ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი უწმინდესობა, რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ გააცილეს.

გაცილების ოფიციალურ ცერემონიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე მონაწილეობდნენ.

რომის პაპი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, პრემიერმინისტრს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს და მრევლს შეხვდა და თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღავლინა.

ვიზიტის დასასრულს, რომის პაპმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მონახულა და ტაძარში მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა.

იტვირთბა....