შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ. მ. ნინოწმინდაში დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვები პუნქტი „სამების“ გავლით, უკანონოდ გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).