დაპირისპირება ზუგდიდის რაიონში – “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ დიდინეძში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსს პაპუნა კუკავას, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც პარტიაში განმარტავენ, გუშინ კუკავა ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა. ამ დროისთვის ქუჩაში მოძრაობა „ქართული ოცნების“ 20-მდე მხარდამჭერს პრაქტიკულად გადაკეტილი ჰქონდა, კუკავამ მათ გატარება სთხოვა, რასაც მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა,“ რომელსაც გუბერნატორი ლევან შონია და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები ხელმძღვანელობენ.