ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

GFK-ის კვლევა „რუსთავი 2-ის” დაკვეთით“: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“ გაასწრო

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სოციოლოგიური კვლევის კომპანია GFK  ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ დაკვეთით შესრულებულ მესამე წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“  შორის რეიტინგებში 1%-იანი სხვაობით ოპოზიციური პარტია უგებს მმართველ გუნდს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დედაქალაქში 24,4%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ქართულ ოცნებას“ კი – 23,3%.

კვლევების შედეგად, „ქართულ ოცნებას“ რეიტინგებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუსწრო.

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემს ხმას ამომრჩეველი, თუ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, შედეგები ასე გადანაწილდა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 26%-ით; შემდეგ მოდის „ქართული ოცნება“ 25.4%-ით.

კვლევების თანახმად, საარჩევნო ბარიერს „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის გარდა ვერც ერთი პარტია ვერ ლახავს.

კვლევის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით „ლეიბორისტულ პარტიას“ 3.8%-იანი მხარდაჭერა აქვს, „თავისუფალ დემოკრატებს“ – 3.6%, „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2.6%, „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“  – 1.5% და „პატრიოტთა ალიანსი“ – 1.5%.

GFK კვლევა პროპორციული სიის მაჩვენებლებს ასახავს და ის მაჟორიტარობის კანდიდატების მონაცემებს არ ეხება. ეს არის მხოლოდ პროპორციული ანუ პარტიული სიებით მიღებული ხმების სავარაუდო გადანაწილება.

თუ კვლევის შედეგები გამართლდა, მაშინ დეპუტატების რაოდენობა ასე გადანაწილდება – „ქართულ ოცნებას“ 30 დეპუტატი ეყოლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 29 დეპუტატი, „ლეიბორისტულ პარტიას“, „თავისუფალი დემოკრატებს“ და პაატა ბურჭულაძის ბლოკსაც 6-6 მანდატი შეხვდებათ.

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ყველაზე მეტი შანსი გამარჯვებისა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აქვს.

GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, გიორგი მარგველაშვილს 9,2% უჭერს მხარს. მას 7,5 %-იანი მაჩვნებლით დავით ბაქრაძე მოსდევს.

მიხეილ სააკაშვილს 5.6 %-იანი მხარდაჭერა აქვს. გიორგი კვირიკაშვილს – 4.4%. ირაკლი ალასანია – 3.5%. შალვა ნათელაშვილი – 2.7%. ნინო ბურჯანაძეს – 2.6%, ირაკლი ღარიბაშვილი – 1.8%, პაატა ბურჭულაძე – 1.5% და ბიძინა ივანიშვილს 1.1 % უჭერს მხარს.

 

წყარო „რუსთავი 2“

იტვირთბა....