ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში წინასაარჩევნო აქცია გამართა

“პატრიოტთა ალიანსმა” წინასაარჩევნო შეხვედრა ბათუმში, ერას მოედანზე, გამართა. მოსახლეობას პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მიმართეს და ამომრჩეველს საკუთარი პროგრამა გააცნეს.

„აჭარაში გვაქვს ძალიან სერიოზული პოზიციები და ის რეიტინგები, რაც ყალბდება და რაც ქვეყნდება, რომ, თითქოს, 2 და 1,5 %-ია ჩვენი რეიტინგები, ეს არის ტყუილი. ჩვენ შევიკრიბეთ ასევე იმიტომ, რომ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ საქართველოში იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლებები, რაც აჭარაში ძალიან არის შეზღუდული. ჩვენ არა ვართ უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგი, მაგრამ საქართველოში ჩვენმა მოქალაქემ უნდა გაიხარონ,“ – განაცხადა ირმა ინაშვილი.

დავით თარხან-მოურავის განცხადებით, აჭარაში „პატრიოტთა ალიანსი“ პირველი პოლიტიკური ძალაა და „ქართული ოცნების“ ან ენმ-ის გამარჯვება აჭარაში, დავით თარხან-მოურავის მტკიცებით, “მხოლოდ გაყალბებით შესაძლოა, მოხდეს”.

პარტიის ლიდერებმა საარჩევნო კომისიამდე მსვლელობაც მოაწყვეს.

იტვირთბა....