სენაკის მოსახლეობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სანდრა რულოვსის შეხვედრაზე ხმაური იყო.
მოსახლეობასთან სენაკში დაგეგმილ შეხვედრაზე ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მივიდა და რულოვსს პირადად გაესაუბრა, რასაც შეკრებილთა შეძახილები მოჰყვა.
“მე მინდოდა თვალებში ჩაეხედა ჩემთვის და ეთქვა რულოვსს, როგორც მის მეუღლეს ჩახედა თვალებში, რომ საქართველოში სისხლისღვრა აღარ იქნება, აღარ გააუპატიურებენ ხალხს, აღარ გაჟუჟავენ გასამრავლებელ ბიჭებს. რომელი სუფთა ხელებით მოდიან? ისევ სისხლში აქვთ ხელები”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
სანდრა რულოვსის თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა როგორც ის ამბობს, მეტრეველის ბრალდებების ადრესატი თავად არ არის და ეს საკითხი მასთან კავშირში არაა.