მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან რომის პაპის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, სადაც მიხეილ მესხის სტადიონზე რომის პაპი წმინდა წირვას აღავლენს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რომის პაპი ფრანცისკე არ არის ჩვენი კეთილმოსურნე.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მღვდელ დავით ნოზაძის თქმით, რომის პაპი სამოციქულო მისიით არის საქართველოში ჩამოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავის სარწმუნოება უნდა იქადაგოს.
„რომის პაპი ჩამოვიდა სამოციქულო მისიით, ანუ უნდა იქადაგოს სარწმუნოება. ჩვენ რას ვაკეთებთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები? გვყავს ეკლესია, პატრიარქი, შრომობს ეკლესია, ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ გაავრცელოს თავის სარწმუნოება. ეს ადამიანი არ არის ჩვენი კეთილმოსურნე“, – განაცხადა მღვდელმა დავით ნოზაძემ.
როგორც მღვდელი ამბობს, 2 თვის წინ რომის პაპმა ფრანცისკემ კრეტაზე, მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს კატები უწოდა.
„2 თვის წინ კრეტაზე მართლმადიდებლურ კრებაზე შეკრებილ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს უწოდა ახალშობილი კნუტები, რომლებიც ვერ დადიან, ხოხავენ, ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანის შეადარა კატას. კრეტაზე რომ იყო მართლმადიდებლების კრება, იქ შეკრებილ ეპისკოპოსებს უწოდა კატები, რომლებიც ანეგდოტებს ყვებოდნენ. ახლა ჩამოვიდა და ძმები ვართო, ამბობს, გვატყუებს“, – განაცხადა მღვდელმა დავით ნოზაძემ.
რომის პაპი საქართველოს გუშინ ესტუმრა და 2 ოქტომბერს გაემგზავრება.