მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი მესას აღავლენს. რიტუალი 10 საათზე დაიწყო.
მესას ტრანსილირებას რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება ახორციელებს.
სტადიონზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი, აღასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.
დღესვე მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში დაგეგმილია პაპის შეხვედრა მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებთან, სადაც რომის პაპი შეკრებილ სასულიერო პირებს სიტყვით მიმართავს.
საქართველოში მყოფი პაპი ფრანცისკე დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პატრიარქთან ერთად მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის ტაძარს დაათვალიერებს.
რომის პაპი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დიპლომატიურ კორპუსს და სასულიერო პირებს.
პაპ ფრანცისკეს ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება, რის შემდეგაც დაგეგმილია მისი ბაქოში გამგზავრება.