შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში დაკარგული ტურისტები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში 10 ტურისტი უამინდობის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. ტურისტები დახმარებას ითხოვდნენ.
20 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის ფეხით გავლის შემდეგ მაშველებმა უცხოელი ტურისტები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.