საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საკონსტიტუციო სარჩელებზე. სასამართლომ სარჩელები დააკმაყოფილა. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავდა კონსტანტინე ვარძელაშვილის, მაია კოპალეიშვილის, ქეთევან ერემაძისა და მერაბ ტურავას შემადგენლობით.
კერძოდ, ეს არის N675 და N681 სარჩელები, სადაც მოსარჩელეები: „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „ტელეკომპანია საქართველო“; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის (დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები) პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 269-ე მუხლის (გადაწყვეტილების დაიყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვა) მე-2 ნაწილის წინადადება, 271-ე მუხლი (გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა), 198-ე მუხლის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებები) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება).
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დაუყონებლივი აღსრულებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.