რომის პაპი ფრანცისკე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ.
დღეს რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.
პირველ ოქტომბერს, რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს.
თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.
ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მონახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.
2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრება