“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ გვალიამ დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
“პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აღარ არსებობს და არის მხოლოდ პარტია “პაატა ბურჭულაძე – სატყუარა ხალხისთვის”. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს შტაბს, თანამშრომლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თვეების განმავლობაში ბრძოლაში მოგვყვებოდა. სამწუხაროდ, ყველა მოტყუებული აღმოვჩნდით. ღირსება და პრინციპები არ მაძლევს საშუალებას, რომ ამ მართლაც ბინძურ თამაშში, ადამიანს, რომელსაც აღარ აინტერესებს არც პოლიტიკა, არც პარტია და არც ადამიანები, ბოლომდე გავყვე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საქმეში მივიღო მონაწილეობა.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სიიდან “გირჩის” ამოღება და ფულის გამოძალვა წინასწარ იყო დაგეგმილი. ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დამიშვია. ძალიან ვნანობ, რომ ამ პარტიაში თავიდანვე გავწევრიანდი და ამდენი ხნის განმავლობაში გვერდში ვედექი ბურჭულაძეს”, – აღნიშნა თემურ გვალიამ.