აგვისტოში ეკონომიკა 2,9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება 2016 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურ ზრდას, ამ მაჩვენებელმა 2,7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
აგვისტოში ახლადდარეგისტრირებულმა საწარმოთა რაოდენობამ 3 813 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,1%-ით მეტია.
აგვისტოში საბიუჯეტი შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა და შესაბამისად, შემოსავლებმა 703 მილიონი, ხოლო ხარჯებმა 695 მილიონი ლარი შეადგინა.