ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“საიამ” ბათუმის საკრებულოსა და მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ბათუმის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები სასამართლოში გაასაჩივრა.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის განმარტებით, ბათუმის საკრებულოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება უკანონოა. ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები კი არასაკმარისი.

საქმე ეხება, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის გამოყოფას. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტი 2 მილიონ 250 ათასი ლარით გაიზარდა.

როგორც საიას აჭარის ფილიალის ხელმღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხადა, არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობდა.

„არ არის დასაბუთებული თუ რამ განაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე 10-12 დღით ადრე ამ ტიპის ცვლილებები, მაშინ, როდესაც კანონი კრძალავს და აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არის არსებითად დასაბუთებული გარემოებები. ვფიქრობთ, რომ იმ არგუმენტაციით, რომელიც წარმოადგინა მერმა, არ იყო დასაბუთებული და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონთან,“ – განაცხადა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა.

იტვირთბა....