საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს წარდგინებებზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა. უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი წარდგინება მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის ეხებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ იქნას მიღებული ძირითად განხილვაში კონსტიტუციური განჩინებები და ასევე, რომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის პირს აღარ უნდა შეეფარდოს პატიმრობა.
საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მარიხუანას განმეორებით, პირადი მოხმარებისთვის დაკავებული პირის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო მის 2015 წელის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ბექა წიქარიშვილის სარჩელზე, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი – გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე შესყიდვა და მოხმარება თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განჩინების გამოცხადებისთანავე შევა.
“მეტრონომთან” საუბარში ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციას არ ნიშნავს და სამართალდამცავებს კვლავ აქვთ უფლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ ადამიანი, რომელიც მარიხუანას მოიხმარს.