ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი: ვაკეში წყალმომარაგება შეიზღუდა

 

GWP განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვაკეში, მცხეთის ქუჩას, 16 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდა:

“ვაკის რაიონში, მცხეთის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაცო სამუშაოების წარმოებისას სამშენებლო კომპანიამ დააზიანა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელის სამი მონაკვეთი.

მცხეთის ქ. N13-თან და N40-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დაზიანება უკვე აღადგინა.

ამ დროისთვის, ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები გრძელდება მცხეთის ქ. N7-თან, სადაც დაზიანებულია სასმელი წყლის 400 მმ-იან თუჯის მილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 29 სექტემბერს, 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდულია ვაკის რაიონში:

მცხეთის, ტ. ტაბიძის, რაზმაძის, შატბერაშვილის, ქობულეთის, ბაზალეთის, ერისთავის, არაყიშვილის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, ჯანაშიას, ი.აბაშიძის, შროშის ქუჩებს.

 

ბარნოვის ქ. N69-83, N68-94. იაშვილის N1-19, N2-20, ფალიაშვილის ქ. N1-33, N2-36, ჭავჭავაძის გამზ. N2-31, N5-11.

 

მოსახლეობას წყალი სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება.

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge/ka/dagegmili.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....