ფეისბუქმომხმარებელი მეკო კვაჭანტირაძე მის კორპუსში მომხდარის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ახალგაზრდა ნარკოტიკ „ბიოს“ მოხმარებას კინაღამ შეეწირა:
”გუშინდელი საშინელი და ამავე დროს ღმერთის წყალობით კარგად დასრულების ამბავი მინდა მოგიყვეთ…
გუშინ საღამოს სამსახურიდან რვის ნახევარზე დაბრუნებული დედაჩემი სადარბაზოში შედის და რას ხედავს: ერთი ბიჭი მთვრალივით გადიოდა სადარბაზოდან, მეორე კი, მეცხრე კლასელი, კიბეებზე უგონოდ ეგდო. ნასვამი ეგონა და გვერდი აუარა. აიარა რამდენიმე კიბის საფეხური და- მეორე ბიჭი თავდაყირა ეგდო. სულ შავი, ისიც უგონო მდგომარეობაში. დედაჩემს უფიქრია, ალბათ პირველი ბიჭი რადგან ნასვამი იყო და მიბარბაცებდაო, ბიჭებმა რაღაცა დალიესო და მთვრალები ყრიანო… მესამე ბიჭს რომ ბოდიშის მოხდით გადააბიჯა, შეხვდა მეოთხე, ისიც კიბეზე დაგდებული, უგონოდ. სულ შავი. იმასაც ბოდიშის მოხდით გადააბიჯა და რას ხედავს, დანარჩენი ხუთი ბიჭი ზის. ერმანეთზე ეყარნენ სუყველა უგონოდ. მანანას ისევე ბოდიში მოუხდია, უკაცრავად გამატარეთო და ერთმა ბიჭმა შემთხვევით ამოიკვნესა – მიშველეთო. დედაჩემი მიხვდა, რომ ნასვამები კი არა, წამლის ზედმეტი დოზირების გამო ეს 9 ბიჭი ნახევრად მკვდრები იყვნენ.
შევარდა სახლში, გამოიტანა ნემსები და ვისაც შეეძლო, გულის არეში ურტყა და ურტყა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. მერე წყლები ასხა. ამ დროს მეზობლებიც გამოვიდნენ, სასწრაფოც მოვიდა და ნუ მოკლედ, ერთი საათის მერე სუყველა აზრზე მოიყვანეს.
ზოგი ნარწყევში იწვა, ზოგი საერთოდ არ სუნთქავდა, ზოგს პირიდან დუჟი ჰქონდა გადმოსული. ერთი სიტყვით, ეგრეთ წოდებული მოსაწევი „ბიო“ მოწიეს და დედაჩემის წყალობით სუყველა გადარჩა. დღეს დედაჩემი ლოგინად ჩავარდა და სტრესშია გუშინდელი ამბის მერე.
მოდით ახალგაზრდებო აზრზე, დღეს ჩემი კორპუსიდან ცხრა …. 20 წლამდე ბიჭების კუბოს გაიტანდნენ. საბედნიეროდ, დედაჩემის წყალობით ამათ დედებს შავები არ აცვიათ. მშობლებიც მოდით აზრზე და მაგრად მოკიდეთ თქვენ შვილებს ხელი. არ შეიძლება ესე”.