ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეჭიაური თავის კანდიდატურას ხსნის და ივანიშვილს თანადგომას უცხადებს

თამაზ მეჭიაურმა მაჟორიტარული არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით, ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს,“ – წერს მეჭიაური.

მისი თქმით, მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, ის თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს და მზადაა დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას.

იტვირთბა....