აშშ სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში რუსეთთან თანამშღომლობას შეწყვეტს, თუ რუსეთი ქალაქ ალეპოში ძალადობას არ შეაჩერებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო. ის ამბობს, რომ ვაშინგტონი მოსკოვს მიიჩნევს პასუხისმგებლად იმ ბომბებზე, რომლებიც ქალაქის დასაბომბად გამოიყენება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
შეგახსენებთ, სირიის არმია, რუსეთის ავიაციის დახმარებით, 19 სექტემბრიდან ქალაქ ალეპოს დაბომბვებს ახორციელებს.