„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების განცხადებით, პარტიის მესამე მასივის სამგორის რაიონული ორგანიზაცია პრაქტიკულად აღარ არსებობს.
როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ამალია ფაჩულიამ 2030.news-ს განუცხადა, ორგანიზაცია 120-მდე ადამიანმა დატოვა.
“19 ხელმძღვანელიდან ორგანიზაცია 11-მა დატოვა. მათ ორგანიზაცია გუნდთან ერთად დატოვეს. ჯამში 120 ადამიანია, რომელმაც დატოვა პარტია და აღარ ვაპირებთ ამ ორგანიზაციასთან არანაირ თანამშრომლობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩანაწერებს. ჩვენ არ გვინდა სახელმწიფოში დესტაბილიზაცია. ეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული და ვემიჯნებით“. – განაცხადა ამალია ფაჩულიამ.
„მეტრონომს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პარტია 120 წევრს არ დაუტოვია და საუბარია მხოლოდ შვიდ წევრზე, რომლებმაც დღეს დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“.