„თქვენ იმდენს გამომრჩებით, საარჩევნო რეგისტრაციას შეგიჩერებენ უკანონო ფინანსური ნაკადების გამო“- ასე უპასუხა პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრს, ირაკლი ყიფიანს ყოფილმა პარტიის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ “TV პირველის“ პირდაპირ ეთერში.
ხათუნა ლაგაზიძე საუბრობდა ვალებზე, რომელიც მისი თქმით, პაატა ბურჭულაძეს და მის პარტიას აქვს.
„ინფორმაცია ამის შესახებ აქვს მერაბ ტყეშელაშვილს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გარიგებებში. საუბარი იყო 4 მილიონ ნახევარ ლარზე, რომელიც ვალად ედო ბურჭულაძეს თავისი გამფლანგველი ხასიათის გამო. კითხეთ „გირჩს“, ის დაადასტურებს. სამჯერ გადაახდევინეს ერთი და იგივე თანხა, ვალი.
„თქვენ იმდენს გამომრჩებით, საარჩევნო რეგისტრაციას შეგიჩერებენ უკანონო ფინანსური ნაკადების გამო, გეყოს ტვინი და დაოკდი“- მიმართა ლაგაზიძემ ირაკლი ყიფიანს.
შეგახსენებთ, გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან „გირჩის“ სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე მათ აშანტაჟებდა და ამის გამო მათ თავად დატოვეს გაერთიანება.