საქართველოს მთავარი პროკურატურა 27 სექტემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებს მიმართავს, -ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ტექნიკური ექსპერტიზები ინიშნება , რათა გაირკვეს, აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს.
“ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუ საიდან, როგორ და ვის მიერ მოხდა ხსენებული მასალის მოპოვება და შემდგომში ვიდეო პორტალ youtube.com-ზე განთავსება. გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ დამატებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება”,-აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.