ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ალბათ „რუსთავი 2“ გამოაქვეყნებს გაყალბებულ გამოკითხვებს, შექმნიან განწყობას, თითქოს გაყალბდა არჩევნები”

 

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ქობულეთში ჟურნალისტებთან საუბრისას “რუსთავი 2”-ის მიერ არჩევნების შემდეგ სავარაუდოდ გაყალბებული გამოკითხვების გაშუქება დააანონსა:

 

„ეს არის ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები გადატრიალების შესახებ, ამ გადატრიალებაში კონკრეტული ტელევიზიის, „რუსთავი 2“-ის  ჩართულობაზე. ისინი იარაღად იყენებენ ტელევიზიას  ბნელი ზრახვებისთვის. სავარაუდო სცენარი ასეთია – ალბათ „რუსთავი 2“ გაამოაქვეყნებს გამოკითხვებს, რომელიც იქნება გაყალბებული ლევან თარხნიშვილისა და მისი ცოლის მიერ.  კვლევაში იქნება პარტიების რეიტინგები მიცემული, სადაც ალბათ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ გადაუსწრებს ან მცირე განსხვავება იქნება პარტიებს შორის. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადონ, არჩევნების დღეს, როცა რეალური შედეგები დაიდება, შექმნიან განწყობას, თითქოს გაყალბდა არჩევნები, რადგან  „რუსთავი 2“-ის  ეგზიტპოლებს არ ემთხვევა“,-აღნიშნა კახი კალაძემ.

 

 

იტვირთბა....