ახალი ამბები კულტურა მთავარი

“სხვისი სახლი” ბერგენის კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა

რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ  “სხვისი სახლი” კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებულია პროგრამაში East of the West. ამავდროულად, ამერიკის კინოაკადემიისთვის წარსადგენად ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წელს რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” შეირჩა. გადაწყვეტილება 9 აგვისტოს ეროვნული კინოცენტრის მიერ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კინოთეატრ „ამირანში” მიიღო.

ცნობისთვის, “სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია,ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

 

 

იტვირთბა....