ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი გარდაიცვალა

 

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი კვირის წინ დასაწყისში შიმონ პერესმა ინსულტი გადაიტანა, ის თელ-ავივის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში 13 სექტემბერს მოათავსეს და მას შემდეგ  ხელოვნური კომის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2014 წლებში იკავებდა. ის ასევე ისრაელის თავდავის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სხვა უწყებებს ხელმძღვანელობდა.

1994 წელს მას, პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინთან და პალესტინის ლიდერთან იასირ არაფატთან ერთად, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადასცეს.

იტვირთბა....