აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გირჩი” არჩევნებს მიღმა დარჩა, ვაშაძე ფიქრობს…

საარჩევნო ბლოკი”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” შესაძლოა გიორგი ვაშაძემაც დატოვოს. ამის შესახებ ბურჭულაძემ განცხადება უკვე გააკეთა.
„გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა. ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ.
საარჩევნო ბლოკი ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” გუშინ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა ”გირჩი” დატოვა.

„პირველი პრობლემა გაჩნდა სიის შედგენის დროს. კონკრეტულად, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, როდესაც მისი „ფეისბუქსტატუსები“ დაუდეს პაატა ბურჭულაძეს. თუმცა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. დღეს პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ სურდა „გირჩის“ წევრების სიიდან ამოღება. ჩემზე არ იყო საუბარი. მან მითხრა, რომ მე ვიქნებოდი სიაში და შევიდოდი პარლამენტში. ეს ადამიანი მე მაშანტაჟებდა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, იმ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, ეს იყო შანტაჟი, მას თანხა არა ბლოკისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩმა“ დატოვა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დღეს, 18:00 საათზე იწურება ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.

ბურჭულაძის განცხადებით, “გირჩს” ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. “რაც არ უნდა ილაპარაკოს ჯაფარიძემ, სიიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე” – განაცხადა ბურჭულაძემ.

იტვირთბა....