ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ენმ-ის წევრები სუს-ში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ სუს-ში დაკითხვაზე არ მივა და კითხვებს პარტიის ოფისში უპასუხებს:

„მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი, მათ შორის იმ ფარსზე, რომელიც სუს-მა გამოაქვეყნა, მაგრამ იმისათვის, რომ ხელი არ შემეშალოს სააარჩევნო კამპანიაში, რა მიზანსაც ისახავთ, მობრძანდით ოფისში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასკარადში არ ვაპირებ,  მივიღო მონაწილეობას, მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, მაგრამ არა სუს-ში. დღეს მთელი დღე იმის გამო, რომ მე მათ ოფისში ველოდებოდი, ვერ მოვახერხე საარჩევნო კამპანიის წარმოება”,-  მიმართა ნუგზარ წიკლაურმა სუს-ის თანამშრომლებს.

ამავე პოზიციაზეა ენმ-ის  წევრი, აკაკი მინაშვილიც. მისი თქმით, დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებენ:

“ჩვენ გვაქვს საქმე, ჩვენ ვზრუნავთ ქვეყანაზე სუს-ისგან განსხვავებით. არ ვაპირებ უწყებაში მისვლას, არ ვაპირებ სუს-ის თამაშში მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს საქმე, საარჩევნო კამპანია, ვზრუნავთ რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს და არ ვაპირებთ ივანიშვილი – სუს-ის პროექტში ჩავერთოთ. აქ ორი გამომძობელია და მზად ვარ აქვე ვუპასუხო, მაგრამ არ მივალ უსაფრთხოების სამსახურში”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით, სუს-ის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაკითხვის უწყებები მიუტანეს, თუმცა მათ უწყებები არ ჩაიბარეს. სუს-ში აკაკი მინაშვილსა და ნუგზარ წიკლაურს 18:00 ელიან.

იტვირთბა....