პაატა ჩუბინიძის, გიორგი ფიჩხაძისა და მერაბ აბესაძის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მოკლულის ოჯახის წევრები გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ დავით ბეჭვაიას სასამართლოს შენობიდან გამოყვანას ხმაური მოჰყვა, რადგან მოკლულის ახლობლები იმ მანქანასთან მიახლოებას შეეცადნენ, რომელშიც ბრალდებული იჯდა. ამის საშუალება მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართლდამცველებმა არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს სოფელ ურთაში სამი მამაკაცი – მცირე მეწარმეები, ხობის მკვიდრი მერაბ აბესაძე და ზესტაფონის მკვიდრები პაატა ჩუბინიძე და გიორგი ფიჩხაძე გაუჩინარდნენ.
შსს-მ 12 თებერვალს სამი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაია დააკავა.