„ჩვენ და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ ადგილი ჰქონდა დაშინების რამდენიმე შემთხვევას“ – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
კელიმ არჩევნების სამართლიანად და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოში საკმაოდ კარგი წინასაარჩევნო გარემოა. ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს. ჩვენ და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ ადგილი ჰქონდა დაშინების რამდენიმე შემთხვევას, ეს შემაშფოთებელია და ჩვენი პოზიცია გავაცანით საქართველოს ხელისუფლებას. პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს შეთანხმება და ყველა პარტიის წარმომადგენელი, რომელთანაც საუბარი მქონდა, თანხმდება, რომ ყველას ინტერესშია, რომ არჩევნების ბედი საარჩევნო ყუთებთან გადაწყდეს და არა სხვაგან,“ – განაცხადა იან კელიმ.