ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სუს-მა ფარულ ჩანაწერზე გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კატეგორიულად უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას და ამბობენ, რომ ასეთი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან არ შემდგარა.

იტვირთბა....