მახინჯაურში პაატა ბურჭულაძის მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისი დაარბიეს. დარბეულ შენობას მინები აქვს ჩამსხვრეული, დაზიანებულია ბანერები. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ფაქტი სავარაუდოდ გვიან ღამე მოხდა.
ბურჭულაძის თანაგუნდელები მომხდარში ოპონენტებს ადანაშაულებენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.