საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დამონტაჟებულია ის აუდიომასალა, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარია მათი მხრიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემუშავებაზე, სუსის მიერაა დამონტაჟებული.
გუშინ, გავრცელებულ აუდიომასალის ერთ-ერთი მონაწილე აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ამ წელს ოდესის გუბერნატორთან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია.
”რა თქმა უნდა, რევოლუციისთვის არ ვემზადებით და რა თქმა უნდა, ხმებს დავიცავთ. ეს ყველაფერი არის სრული უნიჭობა. ეს არის გათვლილი უწიგნურ, ბრმადმორწმუნე „ქოცებზე“, რომლებზეც არგუმენტი არ ჭრის. გასულ წელს პარტიის პოლიტსაბჭო იყო კიევში. მიმდინარე წელს ამ შემადგენლობით კიევში არ ვყოფილვართ. წელს მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია, აქედან გამომდინარე, დასკვნები გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ლოგიკურად აზროვნება შეუძლია. გარდა ამისა, როცა კაცი შეიგინები, უზრდელი ხარ, არადა, ამ ჩანაწერის კომბინაციის გამკეთებელს, ვითომ ჩამწერს და დამვალებელს დიდი სიამოვნებით ვეტყოდი: მტყუანის დედა… მტყუანის მკვდარი… მტყუანის ცოცხალი… და ასე შემდეგ. ამათთან სხვანაირი არგუმენტებით საუბარს აზრი არა აქვს”. – აცხადებს ბობოხიძე.
“მეტრონომი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. გვინდოდა გაგვეგო რა ინფორმაციას ფლობს გუშინ ინტერნეტში გავრცელებულ აუდიომასალასთან დაკავშირებით და იმ ბრალდებაზეც, რომ ეს ჩანაწერი სწორედ მათ მიერაა დამონტაჟებული, თუმცა ჯერ მათგან პასუხები არ მიგვიღია.