აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი: „ყველანაირი მცდელობა დესტაბილიზაციისკენ ჩახშობილი იქნება“

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ყველაფერი კეთდება რათა არჩევნებმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიაროს:

“კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას, მუშაობენ იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი საფრთხეების თავიდან აცილება. მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება, ამას არც სააკაშვილი და არც სხვა პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა გარკვეული თუგინდ მოლოდინების გაჩენისაც, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი,” – აცხადებს ლევან იზორია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.

ჩანაწერი სოციალურ ქსელ Youtube-ზე აიტვირთა. მასში ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზეა საუბარი.

ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილის გარდა, სავარაუდოდ, გოკა გაბაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური და აკაკი ბობოხიძე ფიგურირებს.

იტვირთბა....