ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შემთხვევა დაბადების დღეზე: კარდენახში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

 

გურჯაანის რაიონში, სოფელ კარდენახში დაჭრილი 34 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განცხადებით, ოთარ გოგებაშვილს შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

დაჭრილის ოჯახის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ნათესავის ოჯახში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მათივე თქმით, მათთვის უცნობ მამაკაცს გოგებაშვილთან ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც უკვე ფიზიკურად გაუსწორდა.

პოლიცია ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....