ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

 

გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.  ადგილობრივების ინფორმაციით, ოთარ გოგებაშვილის დაჭრას, წინ უძღვოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება. მათივე თქმით, ოთარ გოგებაშვილი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

დაჭრილი გურჯაანის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

რა გახდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე, შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დროისთვის ის დაკავებული არ არის. სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

იტვირთბა....