ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. ზუგდიდელებს მაჟორიტარობის კანდიდანტმა, სანდრა რულოვსმა მიმართა:
„ჩვენ ბევრნი ვართ, ვერავინ მოგვერევა. მიშამ იცის, რომ აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს, რომ დასჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
ნაციონალური მოძრაობის” სიის N2-ის სანდრა რულოვსის განცხადებით, ის ცდილობს, პოლიტიკოსობა ისწავლოს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნიჭისგან შორსაა:
„მიშა იძახის, რომ სანდრა – ეს მე ვარ. როგორ გითხრათ, მისი ფეხის ზომა ცოტა დიდია, 47-ია და ნამდვილად ვერ დავეწევი.
ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და მისი ხედვისგან, რადგან რაც მან იცის წინასწარ, რა და როგორ უნდა მოხდეს, ყოველთვის მართლდება.“ – განაცხადა რულოვსმა.