ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში მსუბუქი მანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

 

ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი – მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ამ დროისათვის ბათუმის სამედიცინო ცენტრ „მედინაში“ იმყოფებიან.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ერთმანეთს „ნისანის“ მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....