“მარგველაშვილმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და სამწუხაროდ, დღესაც არ ესმის”,- ეს განცხადება ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
“რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს, მან არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის სამწუხაროდ და საუბედუროდ. ჯანდაცვა არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მანამდეც მქონდა საუბარი მასთან, რომ კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხა-მეთქი. არჩევნები რომ დამთავრდა და მოვიდა, ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა”.-თქვა ივანიშვილმა.