აქტუალური თემა ახალი ამბები ბიზნესი მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი აფხაზებს სთავაზობს: სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი აფხაზეთში

”ქართული ოცნების”დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან მორიგ შეხვედრას მართავს. ამჯერად ყოფილი პრემიერი რუსთავში იმყოფება.

ივანიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მოსახლეობას სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს:

“მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა ტელევიზიით  ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი. თუ ჩვენი ძმების კეთილი ნება იქნება, ასევე გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს და უფრო მასშტაბურიც შეიძლება გამყოფ ხაზს იქით აშენებულიყო.

ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება, თანხმობის შემთხვევაში, მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთბის აღდგენაში და გარკვეული ნაბიჯი, საფუძველი ჩაყროდა იმას, რომ ჩენ მოვახერხოთ და აღვადგინოთ ნდობა, დავიბრუნოთ ის ნდობა, რაც ჩვენს საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, განცხადებით,  განმუხურში სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა დღეს დაიწყება.

სასტუმროს მშენებლობა, რომელიც გამყოფ ზოლთან იქნება, თანაინვესტირების ფონდი დააფინანსებს. სასტუმროს უკან კი ფონდი “ქართუს” დაფინანსებით იგეგმება ბოტანიკური ბაღის მშენებლობა.

 

 

იტვირთბა....