გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 +25° იქნება. 28 სექტემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან დაიწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. საქართველოს უმეტეს რაიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. უამინდობა შენარჩუნდება 1 ოქტომბრამდე. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +15, +20° – ის ფარგლებში იქნება. 1 – 2 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.