ინდოეთის მთავრობამ 23 მაისამდე ქვეყნის საჰაერო სივრცე პაკისტანიასთვის დახურა.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 22 აპრილს ქალაქ პაჰალგანში შეიარაღებულმა პირებმა 26 ადამიანი, ძირითადად, ტურისტები დახოცეს.
მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ინდოეთის მთავრობამ პაკისტანის მოქალაქეებს ვიზები გაუუქმა და მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ პაკისტანი.

