ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრი აშენდება

თბილისში, „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი აშენდება.

პროექტის მიხედვით, იგეგმება 4 სართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

საპროექტო შენობა მდებარეობს ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა № 7, მიწის ნაკვეთის ფართობია: 11867.0 კვ.მ. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთით-აღმოსავლეთით და სამხრეთ- აღმოსავლეთით ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, ხოლო დანარჩენი მხრიდან ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

პროექტის აღწერა: პროექტით გათვალისწინებულია 23.20 მ. სიმაღლის, 7 სართულიანი შენობის მშენებლობა. აქედან: 3 მიწის დონის ქვედა სართულია, 4 სართული მიწის დონის ზედაა. საპროექტო შენობის -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია შემოზღუდული ავტოფარეხი. -16.80 და -13.50 ნიშნულზე განლაგებულია ტექნიკური და ელექტრო დანადგარების ოთახები; -5.00 ნიშნულზე განთავსებულია სათადარიგო ელ. მომარაგების ოთახი და სატრანსფორმატორო. -10.00, -5.00, ±0.00, +5.70 და +11.40 ნიშნულებზე განთავსებული სავაჭრო-კომერციული სივრცე საწყობით. +11.40 ნიშნულებზე განთავსებულია ადმინისტრაციის ოფისები და საგამოფენო სივრცეები. მიწისზედა პირველი სართულიდან მიწისზედა მეოთხე სართულის ჩათვლით დაგეგმილია საოფისე სივრცეების განთავსება. პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო სივრცე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა.

იტვირთბა....