ბლოგები მთავარი საზოგადოება

პატიება…

მე მიპატიებია წვიმისთვის, ქარისთვის და სეტყვისთვის… სიკვდილისთვისაც მიპატიებია!.. პატიება ერთ-ერთი… არა, ერთადერთი უმაღლესი თვისებაა.
ადამიანი, ვინც ამ თვისებას ვერ ფლობს, ის უმაღლესს არის მოკლებული!
არ არსებობს დანაშაული, რომელიც შეიძლება უპატიებელი დარჩეს!.. ყველაზე ამაზრზენი დამნაშავეც კი გამოსწორებადია, თუ ის პატიებას დაინახავს… და შედეგად სინანულს შეიგრძნობს. რაც შემეხება მე… მეც ისეთივე “ჭორიკანა” გამოვდექი, როგორც სხვა!.. ოღონდ ჩემს ჭორიკნობას ყოველთვის უგონო გონი განაპირობებდა!..

იასამანო, გესაუბრები შენ… და არა ადამიანებს!..
მე შენ მიყვარხარ და არასოდეს, არსად, არ დავუჯერებ სხვებს!..
შენ კი იღებ და ხმები უსაფუძვლოდ…
მტოვებ უგულოდ, უსულოდ, უხორცოდ და უძვლოდ!
მე შენი ვარ და შენი ვიქნები მუდამ…
ვიქნები შენი, ვიქნები კარგად თუ ცუდად!
არ იარსებებენ ჩემთვის ყვავილები და ჭიკჭიკები,
თუ შენ არ გამიყვავილდები და არ ამიჭიკჭიკდები!
მესროლე აგური, მერე სილა შემომაყარე, მერე თოვლის გუნდა!..
ოღონდ საბოლოოდ მაპატიო უნდა!
ჩემი დანაშაული გამოიხატება ერთში…
ერთის სიახლოვის, მეორესთან დგომაში გვერდში…
ოღონდ ეს არ არის ღალატი!
ეს ბახუსის არის მცირე, თუმცა დიდი დანამატი!
მე შენ მინდა მყავდე აქეთ და იქით…
შენ მყავდე მინდა წინ და არა პირიქით!
გავიმეორებ ერთხელაც, რომ პატიება,
არის საკუთარ თავში განდიდება!..
და ის, ვინც სარგებლობს მისით,
ამაყობს ჩემით, შენით და სხვისით.
ტყვია გულს კლავს და არა სულს, დაიმახსოვრე!
…და ტყვიების გარეშე, უბრალოდ იცხოვრე…
იცოდე რაშია მთავარი ძალა…
ძალა, რომელიც ბუნებამ, მახსოვრობამ დამალა.
შეიცნე შეუცნობელი,
თუმცა უცნობისთვის იყავი უცნობელი!
მე მხეცად ნუ ჩამთვლი,
შენ ხარ ფერია…
პატიებას გთხოვ, თუკი ცხოვრება ამერ-დამერია!
მეფე არტური, ლანსელოტი, არავინ იცის,
იყვნენ თუ არა მაცხოვრებლები ამ ქვეყნის, მიწის…
ოღონდ დამინდე, შემიბრალე, ბრალი მიმიძღვის,
თუმც ლეგენდებში თავი მახსოვს იქნებ, ვინ იცის?!
ვარ მუსიკოსი, პოეტი… რეჟისორი, ვარ დამიანი…
ვარ ადამიანი… და ვარ არაადამიანი!

იტვირთბა....