პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნიუ იორკში, ტრამპთაუერში მასპინძლობის დროს განუცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები ერთ-ერთია, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს, რადგან ის ისევ რჩება ისრაელი-პალესტინის სადავო ტერიტორიად.
შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრემიერი ჰილარი კლინტონსაც შეხვდა.